ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო. გავეცანით: სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებსა და მნიშვნელობა; გაკვეთილის დაგეგმვსა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას; ისტ-ის გამოყენებას გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში; რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? პრეზენტაციის წარმართვის ძირითად პრინციპებსა და ხერხებს; ისტ-ის გამოყენებას მრავალკომპონენტიანი შეფასებისათვის; თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით; Google - ის სერვისებს; Google Drive საშუალებით ფაილების ონლაინ საცავის შექმნას, ბლოგის შექმნას და ა. შ. ტრენინგების მთლიანი კურსი იყო შრომატევადი, საინტერესო და ნაყოფიერი. ბევრი სასარგებლო რამ ვისწავლე, რაც სამომავლოდ დამეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული.
Comments
Post a Comment